INFO:
#გამოხატვისთავისუფლებაელსა საქართველო უკვე მე-2 დღეა გთავაზობთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეოებს, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან უფლებებს შეეხება.ჩვენ, როგორც სამართლის სტუდენტებს, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და დაუშვებელია კონსტიტუციით გამყარებული დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფა. ელსა საქართველოში გაერთიანებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ ჩვენ სწორედ ის ადამიანები ვართ, რომლებმაც ინფორმაცია უნდა გაავრცელონ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ და მოუწოდონ სხვებსაც ამგვარი ქმედებისკენ.ვიდეოში გამოყენებული საქმე: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-57897%22 | ELSA Georgia